სუს-თან შეკრებილი ახალგაზრდები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეკრებილი ახალგაზრდები პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვენ.

ახალგაზრდები უწყებასთას ბანერებით და პლაკატებით მივიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება და საგამოძიებო უწყებებმა დამნაშავეებს ხელი არ დააფარონ.

დღეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს, 15:00 საათზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდუმარე აქციას გამართავს.

banner
წინა სტატიაში2018 წელს თბილისის მთავრობამ 44 სხდომა გამართა
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე – სახალხო დამცველი გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს