სუს-თან დაკავებულ 20-მდე პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 3-ს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან 10 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულ 20-მდე მონაწილეს 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 3 პირს – ბორის ყურუას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

10 ნოემბერს სუს-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან გამართულ აქციებზე ჯამში 46 ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.

 

banner
წინა სტატიაშისუბარი: სააკაშვილის უკრაინაში დაკავების კადრები გაცილებით მძიმე იყო სანახავად, ვიდრე საქართველოში
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში „დემოკრატიის ჰაბი“ გაიხსნება