სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 13:29

სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე “თავისუფალი ზონის” სამი წევრი ზურაბ ბერიაშვილი, რუსუდან მჭედლიძე და დავით გოგოხია იკითხება.

ადგილზე იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი, რომლის განცხადებითაც, ხელისუფლება არ არის ადეკვატური.

“ხელისუფლება იბარებს ახალგაზრდებს, საუბრობს გადატრიალებაზე. ხელისულფება არ არის ადეკვატური და საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს, თუ როგორ ხელისუფლებას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა”, – განაცხადა რატიანმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 13:29