სუს-ში „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „თავისუფალი ზონის“ წევრის, რუსუდან მჭედლიძის დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს მჭედლიძემ განუცხადა, გამომძიებელმა უთხრა, რომ შეთქმულების ფაქტზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

” ეს არის არ არსებული ფაქტი, რა გადატრიალება ან რომელი გადამტრიალებელი მე ვარ? ერთ-ორი კვირის წინ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო დავდე “ფეისბუქზე“, შესაძლოა, ამის გამოც დამიბარეს, მაგრამ იქ ოდესიიდან ანაკლიამდე გვირაბის გათხრა არ დაგვიგეგმავს“,-აღნიშნა მჭედლიძემ.

სუს-ში „თავისუფალი ზონის“ წევრების დაკითხვა ამ ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრების განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ „ნაცონალური მოძრაობა“ „თავისუფალი ზონის“ წევრების გამოყენებით, საარჩევნოდ დესატბილიზიცას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ხუციშვილი: შსს-ს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციასთან საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა