სუს-ში სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის თანამშრომლებს კითხავენ

სუს-ში სახელმწიფოს საიდუმლოების დარღვევის შესაძლო ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სუს-ი ამ დრომდე ეძებს ადამიანს, ვინც უწყების სამუშაო დოკუმენტები საჯარო გახადა. გამოძიების დეტალები საიდუმლოა, თუმცა მის ფარგლებში უკვე ჩატარდა ჩხრეკა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრში, დაიკითხნენ მისი ხელმძღვანელი პირები. ორგანიზაციის წევრები გამოკითხვა გრძელდება.

ამ წუთებში სუს-ის გენერალურ ინსპექციაში კიდევ რამდენიმე თანამშრომელს კითხავენ. სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ მათი დაბარებები და დაკითხვები პოლიტიკური რეპრესიებია. ორგანიზაციის ხელმძღვანელები მმართველი პარტიის წევრები იყვნენ და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

“სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების” მუხლით, სუს-მა გამოძიება 10 აგვისტოს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე დავხარჯავთ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ომში დაკარგულების 5 ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს