სუს-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია იკითხება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია იკითხება. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებს ლევან შონიასთან კითხვები აქვთ ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

რაც შეეხება სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის სავარაუდო კავშირს ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, იმ ჩანაწერში, რომელიც მან გამოძიებას გადასცა, ლევან შონიას გვარიც ფიგურირებს.

ამავე ინფორმაციით, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული უძრავი ქონების მიღებაში დახმარებისთვის სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიას გადაუხადა ათი ათასი დოლარი.

პარალელურად, ამ საქმეზე დღეს გამოკითხვები მიმდინარეობს ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა ლევან შონიას ყოფილი მოადგილე დავით კოდუა.

უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ, ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ამ წუთებში კი ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას დას კითხავენ.

 

https://youtu.be/qSNk0KYlKNc

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს​
შემდეგი სტატიათბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს