სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილი 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს 15:00 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.

ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ახლობელი ასლან მარგოშვილი. მისი დაკითხვა ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას დღეს განაცხადა, რომ „სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ მცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში მადანაშაულებდა“.

banner
წინა სტატიაში„ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ერთად მთავარ რეკომენდაციებზე” – კარლ ჰარცელი არჩევნების საკითხზე საუბრობს
შემდეგი სტატიათუ ეს ჩანაწერი არ არის ფაბრიკაცია მთავრობამ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა