სუს-ში ი საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი დამკვირვებლის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი დამკვირვებლის, აკაკი გურჯიშვილის გამოკითხვა დასრულდა.

გურჯიშვილის თქმით, ის მოწმის სტატუსით გამოიკითხა. მისივე განცხადებით, მან გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოწერა ხელი და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

გურჯიშვილმა ასევე თავი შეიკავა იმ კითხვების დასახელებისგან, რაც მას უწყებაში დაუსვეს.

“ჩატარდა გამოკითხვა. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მომაწერინეს ხელი. ალბათ ჩატარდება სასამართლო. კითხვებს ვერ დაგისახელებთ. მოწმის სტატუსით დავიკითხე. არაფერს არ მედავებიან ამ წუთში და მერე როგორ განვითარედება მოვლენები, არ ვიცი. საუბარი იყო მიმდინარე საარჩევნო მოვლენებზე და პროცესებზე”,- განაცხადა გურჯიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო

პროცესის დამკვირვებლების გამოკითხვა მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – სასტუმროში მოთავსებულ ყველა კოვიდინფიცირებულსა და ბინაზე მყოფთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ
შემდეგი სტატია“პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები”