სუს-ში გამოკითხვაზე, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილების შემდეგ, გელა ღუნაშვილიც დაიბარეს. ამის შესახებ კონსტანტინე ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქმე ეხება საქმე ეხება სუსში ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას.
ჩვენი ერთ-ერთი თანამკვლევარიც გელა ღუნაშვილი დაბარებულია,” – წერს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

















