10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კაპანაძე უწყებაში 16:00 საათზეა დაბარებული.

ამავე საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

ცნობისთვის, სუს-ში გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირობერტ ფიცო ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება
შემდეგი სტატიალიბანის ჯანდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა