სუს-ში დაკითხვაზე ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელიც უარს აცხადებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს იბარებს.

აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხვის უწყება პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილსაც პარტიის ოფისში მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს.
ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ.

„რაც გავრცელდა, არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, რადგან ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში – სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ, კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს