სუს-ის სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. ვახტანგ გომელაურს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. მას პირველი საათისთვის ელოდებიან. უმრავლესობას შეკითხვები ძირითადად საზღვრების დაცვასა და საერთშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით აქვს.

„მე დარწმუნებული ვარ ამჯერად შედგება მისი მოსმენა პარლამენტში. ბატონ გომელაურთან ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო კითხვები, სამსახურის მუშაობა ანტიტერორისტული კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობა, ტერორიზმის ფაქტების გამოვლენა, საზღვრის დაცვის კუთხით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში წარიმართება. რასაც აპროტესტებს ოპოზიცია და სხდომის ღია ფორმატში წარმართვას ითხოვს.

„როგორ გამოიყენა ივანიშვილმა სუს-ი წინასაარჩევნოდ, ასევე მოსმენების ახალ კანონზე, რომლითაც სუს-ი კვლავ რჩება უფლებამოსილი, რომ განახორციელოს უკანონო თვალთვალი და მიყურადება მოქალაქეების, ასე რომ ძალიან ბევრი მწვავე კითხვა გვაქვს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.

ოპოზიცია ასევე გეგმავს სუს-ის უფროსს შეკითხვები დაუსვან ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით და ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ტექნიკურ-ოპერატიულ სამსახურსა და უწყებაში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე.

„უსაფრთხოების სამსახური არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს. არის კითხვები ასევე სისტემურ კორუფციასთან დაკავშირებით,“-ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში გემი ჩაიძირა- დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა