სუს-ს არანაირი მტკიცებულება არ აქვს-მაჩალიკავშილი უწყებაში გამოცხადდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა. გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

უწყებამ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა, თუმცა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

მაჩალიკაშვილის მტკიცებით, უმძიმესი ბრალდებებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში 15 მოსწავლე საკვებით მოიწამლა
შემდეგი სტატიაპანკისელები დუისში მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ