“სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება… რეფორმა არ გაგრძელდა” – გიგაური

სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება და ზოგი ეს უფლებამისილება საერთოდ უცნობია საერთაშორისო პრაქტიკისთვის- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
სუს-ის რეფორმირების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები, უსაფრთხოების სექტორის ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს სამუშაო შეხვედრას მართავენ.ეკა გიგაურის განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს მთავრობას წარუდგენენ.
„კანონმდებლობა არ არის დახვეწილი, როგორც ფუნქციების თვალსაზრისით, ასევე ზედამხედველობის კუთხით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ზოგადად რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების არქიტექტურაში სუს-ის სამსახურს. დღეს ჩვენ ვხედავთ სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება და ფაქტიურად, ზოგი ეს უფლებამისილება საერთოდ უცნობია საერთაშორისო პრაქტიკისთვის, მათ შორის არის ანტიკორუფციული გამოძიება. თავის დროზე, როდესაც გაიყო შსს და სუს-ი, საზოგადოებას გვითხრეს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და ამ მიმართულებით რეფორმა გაგრძელდებოდა, თუმცა რეფორმა არ გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს დავიწყებული“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ჯერ არცერთი კომპანია არ დასჯილა
შემდეგი სტატიაბათუმში, ე.წ. მაგნოლიას კორპუსში რამდენიმე ბინა გაქურდეს