„სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა“ – რომან გოცირიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა – ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ პრემიერისთვის მიწერილი ღია წერილის შემდეგ, დეპუტატის სუს-ში დაბარებას ეხმაურება.

„საქართველო ჩამოყალიბდა პოლიციურ სახელმწიფოდ. ფაქტობრივად სუს-ი გახდა ჟანდარმი როგორც ცარიზმის დროს იყო, როდესაც მეფის მართვის მთავარი ინსტრუმენტი იყო კონტროლი, დასმენები და ფაქტობრივად სუს-ი მართავს დღეს ქვეყანას. აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ ოპოზიციას უთვალთვალებს, არამედ უთვალთვალებს უმრავლესობის წევრებსაც, მათ შორის დეპუტატებსაც, რაც წარმოუდგენელი რამ არის.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ უმრავლესობის წევრი არ უნდა მიმართავდეს ამ ფორმით, მე გავახსენებ საქართველოს მთავრობას, რომ ყველაზე დიდი საარჩევნო დაპირება ტრამპის, ჯანდაცვის რეფორმა ჩააგდო მაკკეინმა, მისივე პარტიის წევრმა და მისმა ხმამ გადაწყვიტა ამ რეფორმის დასამარება და ის არც FBI-ს დაუბარებია უწყებაში და არც არავის დაუტუქსავს,“-აცხადებს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო “ლეოგრანდს” სახელს შეუცვლიან
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძის თქმით, კულტურის სამინისტროში კადრების შემცირებაა დაგეგმილი