სუს-ი – პანკისში დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის ჯერ თურქეთში ტრანსპორტირება, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოსვლა

სუს-ის ინფორმაციით, პანკისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. სპეცოპარაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი სუს-ში ცოტა ხნის წინ გაიმართა:
“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუყნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში. ” განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრეზიდენტმა თბილისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიაბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირები რუსეთის მოქალაქეები არიან