სუს-ი – ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გაათავისუფლეს

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ, „სახელმწიფო საზღვრის“ რეჟიმის დარღვევის გამო დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გათავისუფლდნენ.

„ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „სპუტნიკმა“ დე ფაქტო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ახალგორის რაიონში ახმაძის დასახლებულ პუნქტთან დააკავეს. ბრიტანელი და ამერიკელი ტურიზმის სფეროში სპეციალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც ველოსიპედებით მოგზაურობდნენ შემდეგი მარშრუტით: ასტანა – ასტრახანი – დერბენტი – ბაქო – თბილისი.

„საქართველოს პოლიციის თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად უცხოელი ტურისტები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, რაც რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქის ჩემოდნით გადაყვანას ცდილობდა
შემდეგი სტატიალონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია