სუს – ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, გადაადგილება აღდგება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, გადაადგილება აღდგება.

“გვსურს გაგიზიაროთ სასიამოვნო ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების აღდგენასთან დაკავშირებით. შესაძლოა, დღეს ან ხვალ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით აღდგეს თავისუფალი გადაადგილება, გარკვეული რეგულაციების გათვალისწინებით”, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა გიორგი საბედაშვილმა.

ასევე, დღევანდელ ბრიფინგზე, საბედაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ყველა უკანონოდ დაკავებული გათავისუფლდება”. მისი თქმით, ამ განცხადების საფუძველს სტატისტიკა და სახელმწიფო სტრუქტურების სწორი მუშაობა იძლევა.

სუს ასევე, ყურადღებას ამახვილებს, უწყების შეფასებით, არასწორ ნარატივებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს უკანონოდ დაკავებებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგოგორიშვილი – ნებისმიერი პარტიის მხრიდან რაღაც ახალ პირობაზე დათანხმების ან არ დათანხმების გაჟღერება ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებიდან გადახვევაა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი – ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ