სუს-ის მოთხოვნით, ტატუნაშვილის საკითხზე ერგნეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართება

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლედ ვადაში გადმოსვლის საკითხებს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) არაგეგმიურ შეხვედრაზე განიხილავენ.

როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით ჩაინიშნა. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა მთავრობას ფაროსანას თემაზე რუსეთთან საუბარსაც ურჩევს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ხელისუფლებას ერთ ადგილზე რომ უკბინოს ფაროსანამ მერე სად მიდის?