სუს-მა ვახტანგ გომელაური და “ხარება” ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშირებით გამოკითხა

ქიმიური ნივთიერების სკანდალი – სუს-ში “პრიველებს” ეუბნებიან, რომ BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ყოფილი შეფი ზვაიდ ხარაზიშვგილი, იგივე ხარება.

მამუკა მდინარაძის უწყება ასევე ამბობს, რომ გამოკითხულები არიან “ხარებას” მოადგილეებიც” და ასევე 50-ზე მეტი სპეცრაზმელი.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“არ მჯერა, რომ არსებობს თუნდაც 3 მილიონერი არაბი, რომელიც მოილტვის საქართველოში ფულის ჩასადებად” – ზურა ჯაფარიძე
შემდეგი სტატია“აბსოლუტურად ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია ყველაფერზე” – ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე