13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

სუს-მა შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.

“საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც
7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას:
მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

banner
წინა სტატიაში“ჰორმუზის სრუტის 6 თვით ჩაკეტვა შეუძლებელია”- პენტაგონი ბლოკადის პროგნოზს უარყოფს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ელჩი: ქართველი ხალხის ღირსეული ადგილი ევროპაშია