“სუს-მა ფაქტობრივად გვითხრა, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის დაკავებით აშანტაჟებს”, – ასე გამოეხმაურა, “ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და მისი მეუღლის დაკავებას.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, 4 ოქტომბრის ორგანიზატორები, ხალხის თვალში სახელმწიფოს მტრები ვერ გახადეს
“4 ოქტომბერის ორგანიზატორები ხალხის თვალში ვერ გახადეს სახელმწიფოს მტრები. ან როგორ უნდა გამოეყვანათ პაატა ბუჭულაძე მსოფლიო ბანი, მურთაზ ზოდელავა კრიმინალებთან მებრძოლი, უპატიოსნესი პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ლაშა ბერიძე ქვეყნის მტრად?
პროპაგანდამ ამაში არ უშველათ.
ამიტომ დასჭირდათ და დამატებითი ბუა შემოიყვანეს ბაჩო ახალაიას სახით.
სუს-მა ასევე ფაქტობრივად გვითხრა, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის დაკავებით აშანტაჟებს. თუ არ აღიარებს 4 ოქტომბრის ორგანიზატორობას, ანის დაიჭერენ. ამას ისედაც უთვლიდნენ.
საინტერესოა რომ ბაჩო ახალაია დააკავეს ორი თვის შემდეგ, როდესაც ლილუაშვილის სკანდალთან ერთად ქიმური ნივთიერებებით ხალხის დაწამლვაზე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა აქტუალურია”, – განაცხადა ანი წითლიძემ.


















