სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე.

banner
წინა სტატიაშიპუტინს ძალიან სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, ასეთი შიშები არსებობს – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, კრეისერ „მოსკოვის“ კაპიტანი ბორტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა