სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მაშინ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემთხვევაში, ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

აქციაზე #ნუმომკლავ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პროცესები იმართებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მიერ და ის უნდა დაისაჯოს:

“მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი”

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე: განვიხილეთ UNICEF-ის კვლევა, სამთავრობო ცვლილებებზე არ გვისაუბრია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ჰაჰაჰაჰა, დამთავრებულია ამათი საქმე 😂