სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის დირექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით ღ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში” შეუფერხებლად მიღება-ჩაბარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 2500 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: არჩევნების შემდეგ, ჩვენ დავასრულებთ საბანკო ყაჩაღობას
შემდეგი სტატიაიან კელი: ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი