სუს-მა, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ორი პირი დააკავა, ორი კი პასუხისგებაში მისცა. გამოძიების ინფორმაციით “გარემოს ეროვნულმა სააგენტომ“ ერთ-ერთ დაკავებულს უფლება მისცა სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე ქვიშა-ხრეშის 20 000 კუბური მეტრი მოეპოვებინა, თუმცა სალიცენზიო პირობების დარღვევით, გადაწყვიტა კონტურს გარეთ მოეპოვებინა ინერტული მასალა.

დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს დაუკავშირდა, შეუთანხმდა მათ ინერტული მასალა მოეპოვებინათ და რეალიზება მოეხდინათ.

ამავე საქმეზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების 8 თანამშრომელი დააკავეს და პასუხისგებაში მიეცნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – რასმუსენის განცხადებები არის პოლიტიკა და სიგნალი, რომელიც საქართველოს პირდაპირ ეხება და, რომელზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ
შემდეგი სტატია“მთავრობის მიმართვის საფუძველზე კანონპროექტი განმეორებით მესამე მოსმენაზე გავა” – განათლების მინისტრის მოადგილე გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნაზე საუბრობს