სუს-მა გამოკითხვაზე ზვიად მაისაშვილიც დაიბარა

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ის BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტია.

მაისაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი”, – წერს რაზმაძე.

ამავე საქმის ფარგლებში დღეს სუს-მა გამოკითხვაზე ექიმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები, მკვლევარი გელა ღუნაშვილი და დროას წევრი თათა ხუნდაძე დაიბარა

banner
წინა სტატიაში“ვახტანგ გომელაურიც გასცემს სრულყოფილად პასუხს ყველაფერზე, გამოძიება დაწყებულია” – ყაველაშვილმა გომელაურის დაკითხვა დააანონსა
შემდეგი სტატიაპუტინი: “ევროპასთან ომს არ ვაპირებთ, თუმცა, თუ ევროპას მოუნდება ომი და დაიწყებს, მზად ვართ”