სუს–მა გამოკითხვაზე აქციების მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილიც დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა აქციების მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილიც,  რომელიც ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობდა.

“მეც მივიღე მაგ კვლევაში მონაწილეობა. შეგიძლიათ თამამად დამიბაროთ”, – დაწერა გუშინ ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში.

ის ამ წუთებში, სუს-ის შენობაში, გამიკითხვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი, TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაში“თეატრალურ წარმოდგენას ვუყურებთ, მიზანი – დაშინებაა” – ეკა გიგაური
შემდეგი სტატიასუს–მა ეკა გიგაურს ჰკითხა აიღო, თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში?!