სუს–მა ეკა გიგაურს ჰკითხა აიღო, თუ არა ანაზღაურება BBC-სთვის კომენტარის მიცემაში?!

გამოძიება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღამსრულებელი დირექტორთან არკვევდა, აიღო თუ არა ანაზღაურება BBC-სთივს მიცემულ კომენტარში.

განცხადება ეკა გიგაურმა თბილისის სამოქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა მის საქმიანობის სფეროსაც.

“გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი. ვისაუბრე იმაზე თუ ვინ ვარ მე, სად დავიბადე, რა განათლება მაქვს და სად ვმუშაობ. ასევე კითხვები ეხებოდა იმას, რომელიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო განათლებას, რაც ასე არ არის. ასევე საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც ასევე გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის, და კიდევ ერთხელ ვისაუბრე, რას ვფიქრობ ქართულ ოცნებაზე, იმ განცხადებებზე, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით”. – თქვა გიგაურმა.

მისი თქმით, გამომძიებლებს არ დაუსვამთ შეკითხვები მოწამვლასთან დაკავშირებით.

მართალი გითხრათ, არ ვიცი რატომ დამიბარეს, ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრე გამოკითხვაზე, ვსაუბრობ ხოლმე ამას საჯაროდ, მედიაში. ამ ინტერვიუდან რამე ახალი ვერც მათ გაიგეს და რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორის, ისე ადგილობრივ მედიაში”- აღნიშნა TI-ის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ხელისუფლების წარმომადგნლებუ აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული.

სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელსაც ისინი არ ასახელებენ, არ ამბობენ რა იყო. შეუძლიათ, რომ გამოაქვეყნონ. ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებდა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია შსს-მ გამოაქვეყნოს ინფორმაცია თუ რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ”- დასძინა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი, TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშისუს–მა გამოკითხვაზე აქციების მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილიც დაიბარა
შემდეგი სტატია“დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ” – კობახიძის პასუხი ლავროვს