სუს-მა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის ორგანიზატორებს ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის ორგანიზატორებს კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, მსგავსი გაფრთხილება ე.წ. უკვდავი პოლკის მსგავსად სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ.

ჭავჭავაძის გამზირზე 9 მაისს, “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით უკვდავთა პოლკის ინიციატივით მსვლელობა გაიმართება. ე.წ. უკვდავთა პოლკის წარმომადგენლები 9 მაისისთვის მსვლელობის გამართვას თბილისის გარდა ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება უახლოესი ორი თვის განმავლობაში დასრულდება – პროკურატურა
შემდეგი სტატიაროგორც ასლანის რეჟიმი იყო ძირგამომპალი და დაეცა, ივანიშვილი ზუსტად ასევეა და აუცილებლად დაეცემა