სუს-მა ჩატაევის საქმეზე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ,
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს, თბილისში, დაკავებულ იქნა
საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი
ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების
დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან
ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია
თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის
მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის
სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას
გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20
წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავები მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ
შემდეგი სტატიაქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პირი