20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავა

სუს-ის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძეს ბრალად ედება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

უწყების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დაკავებული ასევე ონლაინპლატფორმის საფარით, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს.

მანამდე ხელბორკილები დაადეს “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ