სუს-ის უფროსმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არ არის

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ის არ არის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე. გოცირიძე ეჭვობს, რომ სუს-ის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადება, იყო არამარტო მოწოდება, არამედ ძალადობა საპარლამენტო უმრავლესობაზე.

„ქალბატონო სალომე, ჩვენ ერთად ვესწრებოდით დახურულ სხდომას და რადგან დახურულია, პროცედურები არ გვაძლევს საშუალებას, რომ დახურული სხდომის შინაარსზე ღიად ვილაპარაკოთ. ორივე ერთად ვესწრებოდით და დასამალი არ არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ის არ არის კომისიის შექმნის მომხრე, როდესაც ჩვენ დავუსვით ეს შეკითხვა. ეს ხომ არ არის პირდაპირი სიგნალი უმრავლესობისათვის, რომ დაემორჩილონ ამ მოწოდებას და ხომ არ იქნება მცდელობა, რომ სულ მცირეოდენი რაოდენობა, რომელიც გვაკლდება კომისიის შესაქმნელად, სწორედაც რომ იქნას დაბლოკილი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ 50 ხმაა საჭირო, ახალი რეგლამენტით გამარტივდა კომისიის შექმნის პროცესი. დაახლოებით 38 მოწინააღმდეგე ჰყავდა სასამართლოების შესახებ კანონს და იმედია, რომ ეს სასტარტო 38 ხმა უზრუნველყოფილი იქნება, როდესაც მომავალში კენჭისყრა გაიმართება და ალბათ, უმრავლესობაშიც მოიძებნება 12 პრინციპული და წესიერი ადამიანი, რომელიც არ ჩააგდებს ამ კომისიის შექმნის მოთხოვნას. თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო არამარტო მოწოდება, არამედ ძალადობა საპარლამენტო უმრავლესობაზე, როდსაც პირიქით, ჩვენი კონსტიტუციით საპარლამენტო უმრავლესობა აყალიბებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ის უნდა იყოს მმართველი. მმართველი ხომ არ არის მართული ამ არაფორმალური ხრიკებით, თუ ინსტიტუტების ქმედებებით?“, – მიმართა რომან გოცირიძემ სალომე სამადაშვილს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტი დეპუტატებს სალომე სამადაშვილმა გააცნო.

banner
წინა სტატიაშიკოსტავას ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა პროზექტურაში გადაასვენეს
შემდეგი სტატიაშსს – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე აღძრულია საქმე, ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი