თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა პროცესზე დუმილი დაარღვია და საქმეს „ხელისუფლების დადგმული წარმოდგენა“ უწოდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური დადგმა უწოდა.
„დიდი ხანია მიდის ეს წარმოდგენა. მე წინასწარ ვიცოდი ამის შესახებ. მოწმეებზე ზემოქმედება არ მომიხდენია, თავად ისინიც სწუხან იმაზე, რაც მოხდა“, — განაცხადა ლევან ახობაძემ სასამართლო დარბაზში.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წარედგინა.
















