14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე პატიმრობაში რჩება – საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე პატიმრობაში რჩება.

დახურულ რეჟიმში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და ის ძალაში დატოვა. ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა.

ლევან ახობაძე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან მეწარმეს შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა, რის სანაცვლოდაც თავდაპირველად 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მელაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე: ეჭვი მაქვს, ამ ამბავს გაგრძელება ექნება
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: მდინარაძის გადადგომა კობახიძის ჩარეცხვის პრელუდია და ანონსია