სუს-ის წარმომადგენლები კანონდარღვევით აკრავენ პლაკატებს მთელი ქალაქის მასშტაბით – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარკამპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თბილისის ქუჩებში გარკვეული პირები კანონდარღვევით აკრავენ პლაკატებს, რომლის მიზანიც გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაცია და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე პლაკატების გაკვრაში სუს-ის თანამშრომლებს ადანაშაულებს.

„ჩვენ გვაქვს უკვე დამადასტურებელი ფაქტი, რომ პირდაპირ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში სუს-ის წარმომადგენლები კანონდარღვევით აკრავენ პლაკატებს მთელი ქალაქის მასშტაბით. წარმოიდგინეთ, იმ დონეზე დაეცა „ქართული ოცნება“, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ავალებს შუა ღამით იარონ და პლაკატები გააკრან ქალაქში, რომელზეც არის ნეგატიური Fake კამპანია ჩვენი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მისი ინფორმაციით, გიორგი მანჯგალაძე სუს-ის თანამშრომელია. ბეჟაშვილმა პატრულის მხრიდან უმოქმედობაზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა და დეპუტატები საპატრიარქოში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაივანიშვილმა გვითხრა, თუ ბიზნესზე ზეწოლა მოხდება, ხმამაღლა იყვირეთ, მაუპატიურებენო, ახლა გამოდის, ბიზნესს აუპატიურებენ – დავით ჭიჭინაძე