18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ჩვენ ევროპას სრულად ვიცავთ და არა ნაწილობრივ- ასოცირებული წევრობა ხმის უფლების გარეშე უსამართლოა
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა: 123-ტომიან საქმეში გიორგი გახარიას წინააღმდეგ ერთი ფურცელიც კი არ დევს