“სუს-ის საქმე არ არის მედია როგორ სიუჟეტებს მოამზადებს” – ომბუდსმენი

ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ – ასე აფასებს სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, “მთავარი არხის” რეპორტაჟთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. ​

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, მედია-სიუჟეტები სუს-ის საქმე არ არის:

სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ” ამბობს ნინო ლომჯარია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს.

სიუჟეტში რესპოდენტები საუბრობდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის მითითების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ და შედეგად, კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება მილიონამდე მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა, შესაძლოა, ამ საკითხზე სასამართლოს მივმართოთ