სუს-ის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ ბიზნესმენ კვირკვიას დაცვის უფროსი და „ტყის ძმების“ მეთაურისდაცვის ყოფილი უფროსია. ამ წუთებში ზუგდიდში, სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე ხათუნა ფიფია შევიდა. შენობაში შესვლამდე, ჟურნალისტების კითხვაზე – არის თუ არა მისი მეუღლე დაკავებული, მან უპასუხა, რომ არაფერი არ იცის. ” არაფერი ვიცი. დამიბარეს დღეს და მოვედი”, – აღნიშნა ფიფიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული დაკავება უკავშრდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და მისი მოადგილის, გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

banner
წინა სტატიაშიმსმენელს ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციაზე უფასოდ დასწრების უფლება მისცეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო