სუს-ის მიერ ქობულეთში ორი პირის დაკავებას ახლობლები გაუგებრობად მიიჩნევენ

ქობულეთში გუშინ, გვიან ღამით სპეცოპერაციის შედეგად ორი პირის დაკავების ფაქტს დაკავებულთა ახლობლები გაუგებრობად მიიჩნევენ. არაოფიციალური ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომლებმა დაკავებულთა საცხოვრებლიდან რადიაქტიული ნივთიერება ამოიღეს.

ახლობლების ინფორმაციით, ჩხრეკა ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩატარდა, თუმცა ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ახლობელი ვარ, ოჯახის წევრები ყველა თბილისში არიან, კარგად ვიცნობ ამ ოჯახს, ვერ წარმომიდგენია, კუკური გოგიტიძის სახლში ასეთი რამ აღმოეჩინათ”, -ამბობს გუგული ინასარიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, სუს-ი განცხადების გავრცელებას დღეს გეგმავს.

შეგახსენებთ, ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშივაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ჩინჩალაძეები, მურუსიძეები, ბედუკაძეები და გახარიები არ დამარცხდებიან
შემდეგი სტატიავერ წარმომიდგენია ჩვენი გუნდი თეა წულუკიანის გარეშე