სუს-ის მიერ დაკავებულ კაცს, რომელიც თითქოს დივერსიულ აქტებს გეგმავდა, ბრალი წარუდგინეს

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება – ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები – 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მართლსაწინააღდეგოდ შეინახა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს “დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო”.

სუს-მა საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ზე ძებნა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილის თქმით, ელჩები საყვედურის სათქმელად არ დაუბარებიათ
შემდეგი სტატია“მართლა გიჟები ხართ, დედას ვფიცავარ, არარაციონალური გიჟები ხართ” – იაგო ხვიჩია “ფორმულას” წამყვანს