სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს
გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ
ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე
(საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით). აღნიშნული გამოძიების ფარგლებში,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის
თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული
ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის
236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის
ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები,
ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა
ატრიბუტიკა.

დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები
გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს