25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე სირიის მოქალაქე დაიკითხა- რა თქვა მან

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სირიის მოქალაქე 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ 2013 წლიდან ქოლ-ცენტრს ფლობდა, ხოლო ხელშეუხებლობისთვის თანხას უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურს უხდიდა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ მის ბიზნესს სუს-ი მფარველობდა. მიუხედავად იმისა, რომ სირიის მოქალაქე გრიგოლ ლილუაშვილს პირადად არ შეხვედრია, მან დაასახელა სუს-ის კონკრეტული თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მიდიოდნენ ქოლ-ცენტრში და საქმის დეტალებს გადიოდნენ. ბრალდების მხარის ცნობით, ეს პირები სასამართლოში დაიკითხებიან.

ტვ პირველის ცნობით, ბრალდებულის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მოწმე, რომელმაც 10-წლიანი დანაშაულებრივი საქმიანობა აღიარა, ბრალდებულის სტატუსის გარეშეა და პროკურატურისგან პრივილეგიებით სარგებლობს.

„მოწმემ თავადვე აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან არანაირი სახის პირადი შემხებლობა, ურთიერთობა ან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია. მან ისაუბრა სუს-ის თანამშრომლებთან ურთიერთობაზე, როგორც პარტნიორებთან, თუმცა ეს ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენენ ლილუაშვილის გარემოცვას და ეს მხოლოდ ფონის შექმნის მცდელობაა“, — აცხადებს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაში“ენერგო-პრო ჯორჯია” მოქალაქეებს აფრთხილებს: კომპანიის ფორმაში გამოწყობილი სავარაუდო თაღლითები დადიან
შემდეგი სტატიააი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა