სუს-ის ინფორმაციით, თრუსოს ხეობაში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს ხვალ გაათავისუფლებენ

თრუსოს ხეობაში დაკავებულ ხუთ პირს ხვალ გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული 5 პირის ე.წ. სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა. ასევე ცხელი ხაზის ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლება, ხვალ მოხდება.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს“, -აცხადებენ სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ რა დროსაც ისინი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიაფეთქებენ კლდეს, ბიძგები იმდენად ძლიერია ,სახლები დააზიანა-მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის უფროსად მიხეილ დუნდუა დაინიშნა