სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დღეს, 24 სექტემბერს უკანონო ფრენა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

სუს-ის შეფასებით, აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)“, – აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს – ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდია?
შემდეგი სტატია„ძალიან ბევრი დაჭერა წავა“