სუს-ის ინფორმაციით, დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტს აქციაზე ელექტროშოკური მოწყობილება აღმოაჩნდა, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტს, რაფიკ ორუჯოვს არჩევნების დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ელექტროშოკური მოწყობილება აღმოაჩნდა, რის გამოც გამოკითხვაზე არის დაბარებული.

მათივე ინფორმაციით, თავად დევი ჭანკოტაძე გამოკითხვაზე დაბარებული არ არის.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიას საარჩევნოდ მობილიზებული ჰყავდათ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 200 ნიმუშზე პასუხი დადებითია
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა