სუს-ის გამოძიება არის აბდაუბდა – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პირველი რეაქცია მამუკა მდინარაძის უწყების ბრიფინგის შემდეგ.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დაბნეულია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა ობიექტური გამოძიება, რაც “ოცნების” პირობებში შეუძლებელია.
მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.
სუს-ში ამბობენ, რომ არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კეტეგორიას. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ებრაული კომპანიისგან არის შეძენილი 2007 წელს.
მამუკა მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“, რაზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
ყველა რეაქცია, რომელიც რეჟიმის ლიდერებისგან მოვისმინეთ, თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან, არის აბდა-უბდა. არ იციან, რა მომენტში რა თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს და აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მათთვის დაულაგებელია. არ იციან, როგორ მისცენ ამას რეაქცია. ამის აპარალელურად რეაქცია იზრდება ხალხში და საზღვარგარეთ. “ქართული ოცნება” კი დანეულია.
ყველა ის კითხვა, რაც არსებობდა [სუს-ის გამოძიებამდე] არსებობს ახლაც. აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ ჩატარდება და სჭირდება გამოძიების პროცესში უცხეელი სპეციალისტები ჩაერთონ, იმისთვის რომ გავიგოთ, რა ქიმიური [ნივთიერებები] იყო გამოყენებელი. მათი [ქართული ოცნების] პასუხი არადამაჯერებელია”- თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფილარმონიასთან მსვლელობას შეუერთდდა.
“რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება” – თბილისში ამ სლოგანით, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.
აქციის მონაწილეები არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას.
















