,,სუს-ის ჩანაწერი თუ უტყუარია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივი პროცესი განახორციელოს”

region
: region მაისი 8, 2019 15:27

,,სუს-ის ჩანაწერი თუ უტყუარია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივი პროცესი განახორციელოს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პანკისში ვინც არის ნამყოფი, იცის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ტერორიზმი მიუღებელია.

ამასთან, ინაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის ჩანაწერი თუ უტყუარია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივი პროცესი განახორციელოს.

„თუ ჩანაწერი უტყუარია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივი პროცესი განახორციელოს და იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებიც ამ ჩანაწერში მონაწილეობენ. უნდა დადგინდეს ჩანაწერის უეჭველობისა და ავთენტურობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა დადგინდეს, რამდენად რეალისტურია განზრახვა. ესეც გამოძიების პრეროგატივა და საკითხია. ტერორიზმი, როგორც მოვლენა, სრულიად მიუღებელია მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პანკისის ხეობაზე გავამახვილებ ყურადღებას.

ვინც ერთხელ მაინც არის პანკისში ნამყოფი, იცის, რომ პანკისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ტერორიზმი, როგორც მოვლენა, მიუღებელია და ტერორიზმს პანკისის ხეობის ყველა მოსახლე გმობს. თემირლან მაჩალიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ეპიზოდები განსხვავებულია. შვილის საქმეზე გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს, მამის ჩანაწერზე ავთენტურობა და განზრახვის უეჭველობა უნდა დადგინდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

region
: region მაისი 8, 2019 15:27

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics