“სუს-ის ბრიფინგზე ჩვენ გავიგეთ არაფერი” – ნიკა ფარულავა

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა “ოცნებას” მოუწოდებს იმ ნივთიერების შესახებ დადონ ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც დღეს სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, რომ აქციაზე გამოიყენეს.

ფარულავა ასევე ითხოვს პასუხს, თუ რა ხდება BBC-ის საჩივარზე – “მექვსე დღე გადის და რა ეტაპზეა ეს საჩივარი – დაიწერა თუ არ დაიწერა”.

სუს-ის ბრიფინგზე ჩვენ გავიგეთ არაფერი. მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. უბრალოდ გამოვიდნენ და ტქვე,ს რომ გამოიყენეს რაღაც ნივთიერებები, რომელიც არ არის აკრძალული. სინამდვილეში მოთხოვნა რაც იყო რჩება – დადონ დოკუმენტაცია ამ ნივთიერების, რაც მათივე განცხადებით გამოიყენეს. და მეორე და მნიშვნელოვანი – რა ხდება BBC-ის საჩივარზე? მექვსე დღე გადის და რა ეტაპზეა ეს საჩივარი – დაიწერა თუ არ დაიწერა”, – ამბობს ნიკა ფარულავა.

მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.

banner
წინა სტატიაშისუს-ი ამბობს, რომ ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’ გამოიყენეს მხოლოდ 4-5 დეკემბერს – რა ნივთიერებები გამოიყენეს სხვა დღეებში?
შემდეგი სტატიასამართალდამცავების სავარაუდო დანაშაულებზე 60 ქალი მტკიცებულებებს აგროვებს