სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

region
: region აპრილი 13, 2019 11:37

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი გია გ.
დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გ. საქართველოს მოქალაქესდაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის
გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. კერძოდ, იგი არ დააფიქსირებდა არადეკლარირებულ
საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა განთავსებული, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი
გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო

region
: region აპრილი 13, 2019 11:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics